სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ქალაქებში იცხოვრებს. ურბანიზაციის ყველაზე თვალსაჩინო პროცესი კი ჩინეთში, ინდოეთსა და ნიგერიაში დაიწყება. ამჟამად ქალაქებში მოსახლეობის დაახლოებით 55% ცხოვრობს, რაც მომდევნო 32 წელიწადში 68%-მდე გაიზარდება.

    გაეროს კვლევაში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში მეგაქალაქების (10 მლნ-ზე მეტი მაცხოვრებელი). რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ მომენტისთვის მსოფლიოში 33 მეგაქალაქი არსებობს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ასეთი ტიპის ქალაქები 43-მდე გაიზრდება. 1990 წელს მსოფლიოში სულ 10 მეგაქალაქი არსებობდა.

     მოსახლეობის მხრივ მსოფლიოში უდიდესი ქალაქი ტოკიოა, სადაც დაახლოებით 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეორე პოზიციას ნიუ დელი იკავებს (29 მილიონი), ხოლო მესამეზე კი შანხაია (26 მილიონი). ნავარაუდევია, რომ ნიუ დელი პირველ ადგილზე 2028 წლისთვის გადაინაცვლებს. ჩრდ. ამერიკის მოსახლეობის 82% ქალაქებში ცხოვრობს, ევროპაში კი - 74%. ყველაზე ნაკლებად ურბანული კონტინენტი აფრიკაა, სადაც ქალაქებს გარეთ მოსახლეობის 57% ცხოვრობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved