სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დამალა, რომ ქვეყანას ვალები ახრჩობს: 

    "საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამარათლობის განცდის და მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი. როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ, ვერც ერთი მიმართულებით თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსამართლობას. 

    ამასთან, ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი გუნდისთვის არის დაუძლეველი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება. გუშინ მხოლოდ ვისმენდი და პოზიცია არ დამიფიქსირებია, დღეს ვაფიქსირებ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები და ეს არ ხდებოდეს სარდაფებში. ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს ჭარბვალიანობის შესამცირებლად“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved