სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ჯეფი ატეფ ეზზატ აზიზს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ.

    დახარალებულების თქმით, მათ თანასოფლელ მამაკაცს მათი კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის მიცემაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    დაზარალებულთა ინფორმაციით, თავდამსხმელი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი, ამიტომ ისინი დამნაშავის დაკავებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

    ცოლ-ქმარს სახლში დარჩენის ეშინია და უსაფრთხოების მიზნით, ღამის გათევას პოლიციის განყოფილებაში აპირებენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved