სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილი საკრებულოს წევრის ირაკლი ნადირაძის დაკავება ორიგინალურად შეაფასა, პარალელურად კი  ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

    „საკრებულოს დეპუტატის დაკავების ამბავი განსაკუთრებული იყო. პოლიციელებს ხელებითა და ფეხებით ეკავათ, ის კიდევ წამოკოტრიალებული ლამის 15-წუთიან ინტერვიუს იძლეოდა. ძალიან კომიკური სცენა იყო.

    ვიღაცეებმა 11 ივნისის ამბავი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც კი შეადარეს. არადა, ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე. ასეულობით დაჩეხილი ადამიანი იყო მაშინ. გავიხსენოთ თუნდაც კობა დავითაშვილის ისტორია. ის გაიტაცეს, უმოწყალოდ სცემეს და მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააგდეს. კობა დავითაშვილი მაშინ პარლამენტის წევრი იყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved