სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს.

    "ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა, ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ

    შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. 

    მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved