სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) 21 წლის კახა კ.-ს გამოძიება დედაზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. შემთხვევას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

    გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა დედას ზურგის არეში. ქალს შშმ პირის სტატუსი აქვს. იგი უსინათლოა.

    დედა-შვილი წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა.

    „თავს დამნაშავედ არ ვცნობ," - მიმართა მოსამართლეს კახა კ.-მ. ბრალდებულს დღევანდელ პროცესზე სხვა არაფერი უთქვამს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.

    ბრალის გაცნობამდე კახა კ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მას არასრული საშუალო განათლება აქვს, დაოჯახებული არ არის და არც დასაქმებულია.

    სასამართლო მორიგ სხდომაზე დედის ჩვენებას მოისმენს. ექსპერტიზამ უკვე დაადგინა, რომ მას ფიზიკური დაზიანება ჰქონდა.

    ადვოკატი ირაკლი პირველი ამბობს, რომ შემთხვევას სხვა მოწმე არ ჰყოლია.

    „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დედასთან მხოლოდ სიტყვიერი უთანხმოება ჰქონდა ოჯახურ საკითხებზე, ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ჰქონია," - გვითხრა ადვოკატმა.

    ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved