სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) აზერ სულეიმანოვს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების სანაცვლოდ დიდ ფულს სთავაზობდნენ- ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას გააკეთა. გოცირიძის განცხადებით, სულეიმანოვს განსაკუთრებით მაშინ "დაედო ფასი", როდესაც პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შექმნის საკითხი წყდებოდა:

    "ჯერ იყო მასზე ზეწოლა, მოთაფვლა, მერე მოსყიდვა... ნულებს გეტყვით, 6 ნულია, მეტი არ მინდა გითხრათ, თორემ მართლა შეიძლება დაყირავდეთ" განუცხადა გოცირიძემ გადაცემის წამყვანს.

    გოცირიძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად აზერ სულეიმანოვი არ გატყდა და "ხანდახან იუმორითაც კი გვიყვებოდა როგორ მოდიოდნენ ემისრები მის გადასაბირებლად",-  განაცხადა გოცირიძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved