სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) "ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

    „ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიმეღო. ეს გადაწყვეტილებაა - მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მადლობა უამრავ კარგ ადამიანს, რომელიც მუშაობის პერიოდში გავიცანი. მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ დიდი შრომა გასწიეს, მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს.

    მადლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.

    მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (14.06.2018)
    სამწუხაროა წესიერ ადამიანს ანთავისუფლებს დიდი ბობოლა და წულუკიანზე ამ ყოვლად უსინდისო ამაზრზენ ქალს, რომელმაც ამ 6 წლის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუშვა ხმას არ იღებს. რააატომ??? ყველამ ყველაფერი იცის! ბიძოს დროც მოვა!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved