სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან გუშინდელ შეხვედრაზე არაერთი საყვედური მიიღო. გარდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაინტერესდა ვისთან იყო შეთანხმებული კვირიკაშვილის მისვლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ და ბოთლებიც ესროლეს. ამ საკითხმა ივანიშვილის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია.

    "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ივანიშვილ-კვირიკაშვილს შორის გუშინ საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც ივანიშვილმა პრემიერს მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა, რაზეც კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

    ივანიშვილი განსაკუთრებულად დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით და იმით, თუ რატომ გაიზარდა ბოლო 1 წელიწადში ქვეყნის საგარეო ვალი. ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილს იმ დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რომელიც სწორედ საგარეო ვალის აღებას და ამის საჭიროებას უკავშირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved