სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     "ვინ გახდება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ამაზე გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და მგონია, რომ ხვალისთვის ცნობილი იქნება. ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეკრება და აუცილებლად იქნება წარმოდგენეილი კანდიდატი" - ამის შესახებ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟრნალისტებტან განაცხადა. 

    მანვე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა:

    "გუშინ, გუნდში იყო მსჯელობა, არსებულ ვითტარებაზე და სიტუაციაზე, იყო შეხვედრა სადაც მონაწილეობდა საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, ამ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ესწებოდა, მანაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტი გუნდთან...

    რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, წარმატებები, თუმცა არის სერიოზული გამოწვევები", - განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved