სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის თქმით, სამინისტროების საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა და პორტირებულებს და ჩანერგილებს მინისტრები ინახავენ. 

    "მე ჩემი დაპირებები და შეხედულებები გამაჩნია; თუ არ ჩამაყენებენ საქმის კურსში, თუ არ იქნება ის პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს დავპირდით, ჩემი მხარდაჭერაც არ იქნება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად. თუ იქნება ჩანერგილი ადამიანები და მათი შეუცვლელობის პრინციპი, რომელიც ძალიან აღიზიანებს ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენი პარტიის წევრებს, მე ვიქნები წინააღმდეგი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. 

    მისივე თქმით, მინისტრები ინახავენ პორტირებულებს და საკუთარი პარტიის წევრებს არ ასაქმებდნენ. „ვალდებულებები, რომლებიც გვქონდა, ამის სულ ძველ კადრებზე ხდებოდა დაყრდნობა. ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს რეჟიმის გასაშვებად, უნდა დაუბრუნდეთ სამართლიანობის გრძნობა, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ, რადგან ისინი, ვინც 2012 წლამდე დასდევდა, ისევ დასდევენ და დასცინიან", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved