სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა სასარგებლო არავისთვის იქნება. 

    „რეალურ სიმართლეს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. 

    გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო.  ბიზნესში მის მიმართ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი. 

    სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც 1 საათის უკან საუბრობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგმა არის შეუძლებელი, რომ ის არის დადებითი პიროვნება, მერე სხვანაირად საუბრობენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ პოლიტიკოსები იტყუებიან.  ამდენი არასწორი ინფორმაცია, თანაც დაბეჯითებითი არასწორი ინფორმაცია არსად გამიგია. 

    ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა, რადგან ვფიქრობ რომ ჩვენმა ქვეყანამ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოიყენა. კვირიკაშვილის პოტენციალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ ვნახეთ.  გადახედეთ თუნდაც მის მოღვაწეობას ქვეყნის გარეთ. მას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწესთან საგარეო ურთიერთობებში. 

    გიორგი კვირკაშვილი იყო ევროპული სტანდარტის პრემიერი“, - ამბობს ჭყონია. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (14.06.2018)
    ნამდვილად გეთანხმებით ბ-ო თემურ, მთავრობაში წარმოდგენილ გამორჩეულ პიროვნებას ანთავისუფლებენ და ბახტაძეს ნიშნავენ, რომელსაც რკინიგზის დანგრევას და მილიონების მითვისებას აბრალებენ, მართლა ოცნების ქვეყანაში ვცხოვრობთ!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved