სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ კვლავ აგრძელებს მკვეთრი განცხადების გაკეთებას:

    "თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რადგან ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა, რომ მათ ვერ აღადგინეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ 2012 წელს. ხალხმა დაიწყო უფრო მეტი ინტენსივობით გაღატაკება და ბანკებმა დაიწყეს გამდიდრება", - განაცხადა "360 გრადუსშ" ჭიჭინაძემ.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რამდენად ადასტურებს დეპუტატი ჭიჭინაძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მას ჯერ არ უნახავს. "ქუცნაშვილს დიდი გამოცდილება აქვს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის. მე სულ სამჯერ ვნახე, ყრილობის წინ, ყრილობაზე და გუშინ. ამ ადამიანის სტილი ყოველთვის იყო ასეთი და მეც ასეთი სტილი მაქვს, მშვიდად არ შემიძლია რაღაცაზე ვიკამათო. მეც რაღაცაზე ვფიცხდები. ზოგს ასეთი ხასიათი აქვს, ზოგს ისეთი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved