სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვას ითხოვს და ამ მოთხოვნით ის დღეს მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. საქმე ეხება დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებას და ე.წ. გამქრალ შენობებს, რომელიც გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძეს, გიორგი შარაშიძეს გადაეცა. მას შემდეგ კი, რაც შარაშიძემ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა და ნაკვეთი კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა, იქ არსებული შენობა-ნაგებობები უკვე აღარ იდგა. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში განცხადება ჯერ კიდევ 6 თვის წინ შეიტანეს და კვირიკაშვილის გარდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და გიორგი გახარიას დაკითხვაც მოითხვეს, რომელიც მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების მომენტში უკვე ეკონომიკის მინისტრი იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved