სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     ბოლო ორი დღეა განხილვის საგნად იქცა ინგოროყვას კლინიკაში მომხდარი შემთხვევა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, კლინიკის ექიმმა, მათი პარტიის წარმომადგენელს მკურნალობაზე უარი უთხრა პოლიტიკური მოტივით, მოგვიანებით კი  ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    მოგვიანებით ამ საკითხზე მურთაზ მამაგეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ნაც.მოძრაობის წევრი მას სთხოვდა ყალბი დიაგნოზის დაწერას, თითქოს ის აქციაზე დაშავდა, რაზეც მან უარი განუცხადა.

    აღნიშნულ საკითხს ეხმიანება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:

    "მივმართავ გიორგი ინგოროყვას, კლინიკის გენდირექტორს! ვიცით და გვახსოვს როგორ შეგიწყოთ ხელი და დაგეხმარათ ნაციონალური მოძრაობა ბიზნესის აწყობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვალები და ვალდებულებები თანამშრომლების გაგდება-გათავისუფლებით უნდა გადაუხადოთ! ნაცმოძრაობის აფერისტი და ავანტიურისტი ლიდერების ხუშტურებზე უნდა იაროთ და დამსახურებულ ექიმებს საარსებო წყარო გადაუკეტოთ?

    საქართველოს ხელისუფალნო! თქვენ, ეტყობა, დაგავიწყდათ, როგორი თანადგომა ვიცით ჩვენ, ვისი ბრძოლითაც მოერგეთ სავარძლებს! აღარ დაამთავრებთ ამ მარაზმს? თუ სააკაშვილს დავეთანხმოთ თქვენს შეფასებებში? - წერს ხოფერია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (14.06.2018)
    xaTuna araraobav!!! Sen vin gdixar, rom ingoroyvas mimarTav, SenisTana samarcxvino laqiebi, rom amoiyenes qocebma gverdiT, imitom midis qveynis saqme kargad. xma Caikminte Se sasacilo da cbiero dedakaco, Sens utvinobas yoveldRiurad nu amJRavneb, geyo erTi adgilis TamaSi!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved