სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ, როგორც ეს ევროპაში ხდება.

    მისივე თქმით, გიორგო კვირიკაშვილი ყველაზე კომფორტული თანამდებობის პირი იყო.

    „საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმიტომ, რომ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების ასე ვთქვათ კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

    „გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ანუ ბიძინა ივანიშვილის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

    „მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი"- ამბობს პრეზიდენტი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved