სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     დევნილების ნაწილი, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად არ შეუშვეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ სამმართველოში შეჭრა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დევნილების ნაწილს, ამ წუთებში, სამინისტროს წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან.

    აქციის მონაწილეები განაწილების პროცესში უბინაოდ დარჩენას აპროტესტებენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და შენობა, სადაც სადაც ახლა ცხოვრებენ, სიცოცხლისთვის საშიშია, რისი დამადასტურებელი დასკვნაც აქვთ, მაინც მაღალი ქულები მიანიჭეს.

    მათ ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. გზის გადაკეტვის მცდელობისას ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რის შედეგადაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

    "ჩვენ მათ ვხვდებით ინდივიდუალურად. შეხვედრები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. მოგეხსენებათ, რომ სულ 6000-მდე დევნილს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, ბინების რაოდენობა იყო 240. აქ მყოფ ადამიანებს არ ეყოთ ქულები. ეს ადამიანები მომავალ წელს აუცილებლად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მურად აბლოთიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved