სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     აუდიტორია 115-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მის მოღვაწეობას აფასებს:

    "ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით გამოწვეულმა ყველა კრიზისმა მისი მმართველობის პერიოდში იფეთქა -  მღელვარება უნივერსიტეტში, ტყეების ხანძარი, გასული ორი გაზაფხულის განმავლობაში მუშათა ორი ჯგუფური დაღუპვა მინდელის შახტაში, მუხთარლის გატაცება, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიები, ლარის სასტიკი გაუფასურება, ენმ-ის კონტროლირებადი ტელევიზიის საქმე, გაუთავებელი ძიძგილაობა საპატრიარქოში, სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2018 მაის-ივნისის მოვლენები, მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეები... ვერც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მან პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხა, ზოგიერთი პრობლემა გადაავადა, ზოგიერთი დღემდე გადახსნილი ჭრილობასავით აწუხებს საზოგადოებას.

    კვირიკაშვილი დაგვამახსოვრდება ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გამო. 

    არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრების დროს მის მიერ გამოვლენილი უმაღლესი ეთიკური და ადამიანური სტანდარტი...

    ამასთანავე, ათასი წელი ვერ ვაპატიებ განათლების მინისტრად იმ საზიზღრობის დანიშვნას, რომელიც შემდეგ თავად მოისროლა...

    პრემიერ-მინისტრი წავიდა, ახალი პრემიერ-მინისტრის ცივსისხლიანობის გეშინოდეთ!!!" - წერს ლორთქიფანიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved