სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მარგველაშვილის გამოსვლას.

    კობახიძის თქმით, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციის თანახმად რაღაცების გარანტია, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.

    „არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, არის გარანტი რაღაცეების, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის (თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც), არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება.

    „შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა", - განაცადა კობახიძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved