სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების" გუნდური მოთამაშე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

    წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს.

    „მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების" მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved