სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) მომღერალ გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.

    ივანიშვილმა გარდაცვლილი მომღერლის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

    მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.

    სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ასევე „ქართული ოცნების" დეპუტატებმა.

    მომღერალს დღეს დაკრძალავენ. გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved