სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი - მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს.

    გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ".

    დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი.

    პირველი კანდიდატი - პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ. მეორე კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ" წარადგინა. მესამე - გია ბერძენაძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ. მეოთხე - ნანა რევაზიშვილი ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა", „საქართველოს იურისტთა გილდიამ", „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ" და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved