სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხმიანება, სადაც ოჯახის ახლობელმა ქალმა 4 წლის გოგონა მოკლა.

    ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში.

    „მეტირება... ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში... მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს. სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა.

    „სახალხო დამცველი დაიწყებს კამპანიას, რომ არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება. მათ დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელონ - 1481!" - წერს ლომჯარია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved