სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) „ჩვენ ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ პრემიერის პოზიციაზე", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების" მიერ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა პრემიერის კანდიდატზე იმსჯელა და სამთავრობო გუნდზე არ უსაუბრიათ. კობახიძის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

    „იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თვის განათლებით, ასევე მრავალმხრივი გამოცდილებით, მას აქვს მართვის სერიოზული გამოცდილება, ის არის სერიოზული ექსპერტი განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს უნარი, რომ ქვეყანა მართოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved