სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ქვეყანა უარესობისკენ მიდის:

    „ქვეყანაში ვითარება იმდენად მძიმეა, იმდენად არაადეკვატური პოლიტიკის მომსწრენი ვართ, ისეთი უცოდინრების გუნდი მართავს დღეს ქვეყანას, რომ საქმე იქამდე მივიდა, ბიძინა ივანიშვილის შვილის ძმაკაცობის გამო ადამიანები ხდებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

    ბახტაძეს არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური დამსახურება არ აქვს, რომ მას ამხელა ნდობა გამოუცხადოს ქვეყანამ. ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც ის გახდა ჯერ ფინანსთა მინისტრი და ახლა მიართვეს პრემიერის პოსტი და თან ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი და აქტიური მხარდამჭერი იყო. ეს ადამიანი 6 წელიწადში ხდება ივანიშვილის მთავრობის ბოსი. ამაზე მეტი კატასტროფა, კიდევ რა უნდა გვჭირდეს?!“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (15.06.2018)
    ამდენ ნაფტალინს სად შოულობს რეზონანსი ასეთ კადრებს, რომ უთმობს ტრიბუნას?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved