სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

    IDFI-ის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი აცხადებს, რომ 4 სამინისტროს გაუქმება-შერწყმის შედეგად ბიუროკრატია ქვეყანაში არ შემცირებულა. "ბიემის" მიერ სამინისტროებიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად 3 სამინისტროში 174 შტატი გაუქმდა. ყველაზე დიდი შემცირება ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შედეგად მოხდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით 101 შტატი გაუქმდა. 47 შტატი გაუქმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, სპორტის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შერწყმის გამო კი 26 შტატი გაუქმდა. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია, რამდენი შტატი შემცირდა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებისა და მათთან შერწყმის შედეგად. 

    "ვერ ვნახეთ, რომ მომხდარიყო ადმინისტრაციული სახსრების მნიშვნელოვანი კლება. ეს იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, ამის ნათელი მაგალითია, რომ იმავე სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა. თუ ვნახავთ "საქსტატის" ბოლო მონაცემებს, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა 10 ათასით არის გაზრდილი", - აცხადებს გოგა თუშურაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved