სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

    PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდს ნეიტრალურად აფასებს და აცხადებს, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდს პოპულისტური გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში მთელი მმართველობის პერიოდში ებრძოდა. 

    "მისი მმართველობის დროს გვქონდა კარგი ეკონომიკური ზრდა, ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და მაკროეკონომიკურ დონეზე ასე თუ ისე სტაბილურობა. რაც შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს ეს არის ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების პროცესი, რომელიც დიდწილად მის მმართველობას დაემთხვა. 

    კონკრეტულ ახალ ინიციატივებს რომელიც მან გააჟღერა, ვერ ვიხსენებ. ის, ძირითადად, არსებულ პროგრამების შენარჩუნების და შეცვლის ინიციატორი იყო. თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ის გუნდში მოხარშული ბევრი პოპულისტური იდეის შემჩერებელი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ბიზნესისთვის წნეხი აერიდებინა. ასევე დადებითად შეიძლება შევაფასოთ საპენსიო რეფორმის შეფერხებაც, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე არასწორია და რომ გაიწელა, უკვე კარგია. 

    განათლებაში იყო დაანონსებული მასშტაბური ინიციტივები, თუმცა რეალური ცვლილეები არ არის არც უმაღლესი, არც ზოგადი და არც პროფესიულის დონეზე. პროცესები მიდის, მაგრამ რეალური გარღვევა არ მომხდარა", - აცხადებს ხიშტოვანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved