სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ხორვატმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა სტადიონზე და მოსკოვის ცენტრში უზარმაზარი დროშა განათავსეს. იგი ხორვატიის დროშის ფერებში იყო გამოსახული და როშას ასეთი სახის რუსულენოვანი წარწერა ჰქონდა:" მადლობა რუსეთს".

    ოთხშაბათს, რამდენიმე ათეული ადამიანი პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან შეიკრიბა. მათ ბანერი გაშალეს და სკანდირებდნენ: "რუსეთი, რუსეთი!"

    "ეს საუკეთესო ჩემპიონატია ჩვენს ცხოვრებაში!" ჩემი მეგობრები ბრაზილიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში იყვნენ, მაგრამ რუსეთი ყველაზე მეტად მოეწონათ და ახლა ჩვენ ეს ქვეყანა ნამდვილად გვიყვარს! "- განუცხადა სააგენტო "ინტერფაქსს" ხორვატმა გულშემატკივარმა დარკო პლანტიჩმა.

    აქცია ვიდეორგოლთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე მოხდა. როდესაც ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა რუსეთთან გამარჯვება იზეიმეს. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა დომაგო ვიდამ, რომელმაც რუსეთის ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა, განაცხადა: "დიდება უკრაინას!". აღნიშნულის შემდეგ, FIFA-მ ფეხბურთელი და ვიდეოჩანაწერში მონაწილე მეორე პირი - ხორვატიის საფეხბურთო დელეგაციის წევრი დააჯარიმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved