სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ, რომლეთა საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

    "12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის მათია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

    სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved