სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

    საპატრიარქო კვირის ბოლოს გააკეთებს განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

    დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოში უკვე გახდა საგანგებო მსჯელობის საგანი.

    „ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ განცხადებით. ორშაბათიდან შევუდექით საკითხის სიღრმისეულ შესწავლას იმის გამო, რომ მასალა დიდია, ვფიქრობთ, ქვეტექსტებში კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს აღმოვაჩენთ. სავარაუდოდ, საფუძვლიან განცხადებას კვირის ბოლოსთვის გავაკეთებთ",- განაცხადა ბოტკოველმა.

    3 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა.

    2017 წლის 23 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო 8 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი, რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად აღიარებას მოითხოვდნენ. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დღგ-სგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას. სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არასწორად აღიქვამდა და განხილვაზე უარი თქვა

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved