სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც დასაქმება, წყლის სიტემის კეთილმოწყობა და გზების რეაბილიტაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ქართული ოცნების იმჟამინდელმა გამგებელმა და ამჟამინდელმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა პრიორიტეტად ამფითეატრი მიიჩნია და მის შესარემონტებლად  ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარიც დახარჯა. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ფული წყალში გადაყრილია.   კულტურული პროექტი აღარ ფუნქციონირებს და უბრალოდ ინგრევა.

    "კომერსანტის" ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარით კობა ლურსმანაშვილმა რემონტი მუყაო-თაბაშირით განახორციელა. განახლებული შენობის ფანჯრებიც არ იღებოდა, სახურავიც არ შეცვლილა,  სკამები კი დასაჯდომად ვერ გამოიყენებოდა. შედეგად მოხდა ის, რომ გარემონტებიდან დაახლოებით ორ კვირაში ძლიერმა წვიმამ მთელი მუყაო-თაბაშირი წყალს გაატანა.

    რემონტის შემდეგ ამფითეატრში ჯამში მხოლოდ ორი ღონისძიება გაიმართა. აქედან ერთი, ქორეოგრაფიული კონცერტი, მეორე კი - პარტიული ღონისძიება. 

    თავად ლურსმანაშვილი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ობიექტი კონკრეტულმა დაჯგუფებამ სპეციალურად გაანადგურა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved