სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი შეუჩერებელია. ნაგოიაში მიმდინარე წლის მე-4 სუპერტურნირზე მე-5 დღე მიილია, ჩვენებური კი, დასავლეთის სეკივაკე მიტაკეუმთან ერთად ლიდერია.

    დღეს, ქართველი სეკიტორი მისთვის უხერხულ მეტოქე კოტოშოგიკუს გადაეყარა და იორიკირით აჯობა. ჩვენებურს ვეტერანთან 32-დან 24 ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად, მას გასაქანი არ მისცა.

    ნაგოია ბაშოს მე-5 დღის უმთავრესი სენსაცია უკანასკნელ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელშიც ტოჩინოშინის მიერ გუშინ ძლეული აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა აბი იოკოძუნა კაკურიუს გაეჯიბრა და ცუკიდაშით სძლია. ტოჩინოშინის მთავარ კონკურენტს უკვე 2 წაგება დაუგროვდა და ლევან გორგაძეს საგრძნობლად ჩამორჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved