სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.07.2018

     გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკუთა ვებგვერდზე შემთხვევით სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა.

    საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

    on.ge-ს ცნობით, ტესტების პასუხების სქრინები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტი წერს, რომ პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

    გამოცდების ეროვნული ცენტრში კი ამტკიცებენ, რომ სამაგისტრო გამოცდის იმ ვარიანტების პასუხები, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა.

    "გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას", - აცხადებენ გამოცდების ეროვნული ცენტრში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved