სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     პოლიტოლოგი გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ამბობს, რომ შეიძლება ისე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა მი­ვი­ღოთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კენ­ჭისყრა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოსტზე. თუ გა­და­წყდა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ არის სა­რის­კო, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ შე­ე­გუ­ე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთი ან მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­მარ­ჯვე­ბას, მას მო­უ­წევს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­თა­მა­შე­ბა.

    „გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ზურაბიშვილს ჰყავს თა­ვი­სი ლო­ბის­ტე­ბი, ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ჩანს, ასე­თი კომ­პრო­მი­სი შედ­გა - მი­ე­ცა პი­რო­ბა, რომ მხარს და­უ­ჭერ­დნენ, თუმ­ცა არ მის­ცე­მია გა­რან­ტია. და­აკ­ვირ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორ გა­ივ­ლის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აგ­ვის­ტოს თვეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ით და ამის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სა­ბო­ლოო პო­ზი­ცი­ა­ზე.

    პი­როვ­ნუ­ლად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არა­ფერს ვერ­ჩი, მაგ­რამ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი ბევრ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს. ეს თვი­თონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მუდმივად იქ­ნე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რა­ღაც თქვა და მთე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თავს იმარ­თლებ­და, ანუ მის ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ზე „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა იმარ­თლოს თავი, რაც ყვე­ლას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მისი ჩარ­ჩო­ში ჩას­მა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა „აიპიენთან“ ხუ­ხაშ­ვილ­მა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved