სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     ვარკეთილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დრომდე უცნობი იყო ის, თუ სად იმყოფებოდა მოკლული გია ფეიქრიშვილის  მეუღლე, რომელიც მკვლელმა ინცინდენტის შემდეგ,   მანქანაში ჩასვა და გაიტაცა.

    "მოკლულის ცოლი დიდუბეში ჩამოუგდია მანქანიდან და ახლა საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი" - ამის შესახებ "აიტივის" ოჯახთან დაახლოებული პირმა მოუთხრო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისვა. მისივე თქმით, მოკლული გია ფეიქრიშვილი, ვახტანგ გომელაურის ახლო მეგობარია.

    მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ციხიდან ახალი გამოსული პირია, რომელსაც მოკლულის მეუღლე წლებია უყვარდა. მკვლელობის მოტივიც სწორედ ეს გახდა. მეზობლების თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ მკვლელმა, მოკლული გია  ფეიქრიშვილის მეუღლე მანქანაში ჩასვა და გაიტაცა.

    მოკლულ გია ფეიქრშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved