სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. რამდენი სახლია დატბორილი ბათუმში მერიის პრესსამსახრუში მონაცემი ამ დროისთვის არ აქვთ. ამჟამად ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე უშუალოდ ნახულობს დატბორილ სახლებს.

    "ბათუმის წყლის: ინფორმაციით, სულ 4 მანქანაა გასული სხვადასხვა ადგილზე და რამდენიმე ჯგუფი ფიზიკურად მუშაობს.

    "ძირითადად პრობლემები არის წარმოქმნილი იქ, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის, მაგალითად, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ასევე ოსტროვის და სააკაძის ქუჩებიდან შემოვიდა ინფორმაცია. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაშიც. სრულად დატბორილი არაა არცერთი ქუჩა. ჩვენი მობილური ჯგუფები ასრულებენ წყლის ამოტუმბვის და სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს", – განუცხადეს "ბათუმელებს" „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved