სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     ბათუმში, გმირთა მოედანზე ავტოავარია მოხდა. მსუქბუქი ავტომობილი მეორე  ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა.  როგორც თვითმხილველები ამბობენ,  შეჯახება ძლიერი იყო, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.  

    "ერთი ადგილზე გარდგაცვლილი დაგვხვდა, ხოლო  მგზავრი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო," - გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

    გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, დაშავებული კი  მგზავრია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის კაცია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved