სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     თურქეთში გარდაცვლილმა 24 წლის საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოების გადანერგვით თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა:

    "აპრილში თურქეთში ავტოავარიის შედეგად 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილა (ვინაობის გამხელა არ შეიძლება. დონორის ახლობლები და რეციპიენტი ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ, სხვადასხვა მოსაზრების გამო). მისი გარდაცვალება თავის ტვინის სიკვდილმა გამოიწვია, ამ შემთხვევაში კი გულისცემა გარკვეული ხნით შენარჩუნებულია და თავის ტვინის გარდა, სისხლი სხვა ორგანოებს მიეწოდება.

    თურქული კლინიკა დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს საქართველოში და სტამბოლში მიიწვია.

    თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გვამურ დონაციაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მას მერე, რაც  მათ აუხსნეს, რომ თანხმობის შემთხვევაში ხუთ ადამიანს შეუნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დათანხმდნენ. შედეგად თურქეთის ხუთ მოქალაქეს გადაენერგა საქართველოს მოქალაქის გული, ფილტვი ორი თირკმელი და ღვიძლი.

    საქართველოში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ სიკვდილის შემთხვევაში თანახმა არიან, მათი ორგანოები გამოიყენონ გადასანერგად, თუმცა ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ოჯახის წევრების მისაღებია", – აცხადებს "კვირის პალიტრასთან" პროფესორი გია თომაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved