სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბ - "ბასიანი"-ს რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მსენელის პროტესტის გამო დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმდა.

    "ბასიანი-ს ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება გულწრფელ საზოგადოებრივ პროტესტს უკავშირდება. თემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    "დიდი მადლობა. პრიტონის დედოფალს, შხამიან ასპიტს, შავ ბარონესას, ნარკო-ბარიგას, "ნაც.-ქოცს", "სუსი"-ს და შსს-ს აგენტს, მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი და პუტინის მონაც შეემატა.

    ჯერ კიდევ დაუჯერებელია ჩემთვის რაც ხდება. ნუთუ, ასე არ გწამთ და არ ენდობით ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გააქროთ ყველაფერი და მოკლათ ადამიანების გულები.

    უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ამ ისტერიის ფონზე ჩვენს ერთგულებაში ეჭვი არ შეგპარვიათ.

    სხვა ვერაფერს ვიტყვი.

    სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილს და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპტიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი,"-წერს ნაჯა ორაშვილი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved