სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმსა და ქობულეთში აღარ წვიმს და უწყების თანამშრომლები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ.

    წვიმის შემდეგ, რეგიონში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სოფელ ქობულეთში ერთ-ერთ სახლთან ფერდობი ჩამოიშალა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. სახლთან რამდენიმე მეტრში ჩამოწოლილი მიწის მასა, მცირე ზომისაა, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფერდობს დროულად სჭირდებაქ გამაგრება, რათა შემდგომში მდგომარეობა არ გართულდეს.

    მიწის მასა ჩამოვიდა კვარიათში მდებარე ერთ-ერთ ოჯახშიც. ამ დროისთვის ოჯახს ახლობლები, მეზობლები და მერიის სანდასუფთავების თანამაშრომლები საყოფაცხოვრებო ნივთების სახლიდან გატანაში ეხმარებიან. ადგილზეა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. კომახიძის განმარტებით, ოჯახს დროებით ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved