სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

    ბოლო დღეებში საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პრობლემები შეუქმნა. მაკა ზამბახიძე ხობის რაიონის სოფელი ახალსოფლიდან იტყობინება, რომ გაუსაძლისი ვითარებაა:

    "გვიშველეთ! ვიხრჩობით! მესმის, რომ მთელ საქართველოში წყალდიდობაა, მაგრამ ჩვენთან ყოველი წვიმის დროს წყალდიდობაა. წყალმა სახლს საძირკველი გამოაცალა და შეიძლება ნებისმიერ წუთს თავზე დაგვემხოს. რამდენჯერ მივმართეთ გამგეობას და სანიაღვრე არხების გაწმენდა ვთხოვეთ, მაგრამ რეაგირება ნული. ალბათ, უბედურება უნდა მოხდეს, რომ ვიღაცამ მოგვისმინოს. 

    ჩემს მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. პატარა ბავშვები და მოხუცები საფრთხის პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ სანიაღვრე არხებს მიხედოს, თორემ უსახლკაროდ დავრჩებით“, - წერს მაკა ზამბახიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved