სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო მანიპულაციები - ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა.

    კახა კალაძის თქმით, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაა ოპოზიციის განცხადებები, თითქოს, ცესკო არჩევნების გაყალბებას აპირებს და საოლქო კომისიებს მმართველი პარტიის წევრების ახლობლებით აკომპლექტებს.

    „ეს არის არასწორი პოლიტიკური განცხადებები მათი მხრიდან, მათი მცდელობა არის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ცესკო-ს, რაც ნამდვილად არ გამოუვათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა არჩევნების წინ ისინი ამას ცდილობენ, წარმოადგინონ თუ რაიმე ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში," - განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved