სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.

    ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:

    "დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved