სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) „დადასტურდა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი მასზე ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ და ძალიან დიდმა ტრავმამ გამოიწვია", - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

    ამასთან, ქეთევან ციხელაშვილი განმარტავს, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი დავისთვის, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

    „გამოძიებისთვის და ამ საქმისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კომისიური დასკვნა. დადასტურდა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი მასზე ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ და ძალიან დიდმა ტრავმამ გამოიწვია. კომისიური დასკვნა, თავისთავად, არის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, რომელშიც შესწავლილი იყო ფაქტებისა და მონაცემების სრული ერთობლიობა. ამ დასკვნამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა სწორედ მისი უკანონო პატიმრობისა და მასზე ფიზიკური ძალადობის, მისი წამების შედეგად. გამოძიებისთვის, რომელიც მიმდინარეობს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ერთობლიობაში, უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved