სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ამ მთავრობის ხელში ლარი მუდმივად უფასურდება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია რომ მთავრობამ გადასახადები დასწიოს:

    „ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარის რყევა იქნება მუდმივად და პერიოდულად. ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება ჩვენს დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე, ფასებზე, უმუშევრობაზე და სიღარიბეზე. 

    გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, რაც არაფრით არ უნდა გაიგოს ივანიშვილის მთავრობამ, არის გადასახადების დაწევა, განსაკუთრებით, აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნება საწვავზე, რომელიც ფასების ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელია და ახლა გადასახედების დაწევა იქნებოდა დადებითი ეფექტი მქონე იმისთვის, რომ ამ ლარის რყევამ არ მოგვცეს მოგვიანებით ფასების ისეთი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ უამრავი ადამიანის ჯიბეს დაარტყამს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved