სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორი ანზორ მელია ამბობს, რომ ექიმები იმ წამლებს არ უნიშნავენ პაციენტებს, რაც ავადმყოფებისთვის საჭიროა ან ერთი და იგივე დანიშნულების წამალს სხვადასხვა სახელწოდებით უწერენ.  „ასეთ ექიმებს ან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, ან ფარმაციულ კომპანიებთან გარიგებას აქვს ადგილი“, - აცხადებს მელია.

     კლინიკა „გულის“ დირექტორი ექიმის მიერ გამოწერილი წამლების გადამოწმების ფაქტს, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასაც უაკავშირებს, რადგან ამით თითოეული პროფესიონალი დაფიქრდება პაციენტს რეალური საჭიროებით დანიშნულ წამლებს უწერს თუ არა.

    „შემოწმება მიმდინარეობს და ექიმებს შიშის გრძნობა გაუჩნდათ. ისინი პაციენტის მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად წაიკითხავენ და დაფიქრდებიან შესაძლებელია თუ არა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ამ თუ იმ წამლის დანიშვნა,“ - განმარტა მელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved