სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. 

    „ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17% -ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გაგუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved