სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

    სა­მეგ­რე­ლო­ში ფერ­მე­რებ­მა თხი­ლის ჩა­ბა­რე­ბა უკვე და­ი­წყეს. პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წელ­საც და­ბა­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­სა­ბა­რე­ბელ პუნ­ქტებ­ში თხი­ლის ფასი 50 თეთ­რი­დან იწყე­ბა და 2.50-მდე აღ­წევს. თხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­თა და ექ­სპორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თქმით, წელს შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლია, თუმ­ცა 50% წელსაც დაზიანდა.

    „მო­სა­ვა­ლი იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ფუჭ­და. კა­ხეთ­ში ეს პრობ­ლე­მა არ დგას, რად­გან იქ მშრა­ლი ჰა­ვაა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რაც შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია. თუ ფერ­მე­რე­ბი არ ის­წავ­ლი­ან მცე­ნა­რის მოვ­ლას, მუდ­მი­ვად ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვიქ­ნე­ბით,“ - აცხა­დებს მო­წე­რე­ლია. 

    თხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­თა და ექ­სპორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თქმით, წელს თხი­ლის უმ­სხვი­ლეს ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნას - თურ­ქეთს კარ­გი მო­სა­ვა­ლი აქვს. ამას­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლირა, ამი­ტომ რო­გორც მო­წე­რე­ლია აცხა­დებს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე თურ­ქუ­ლი თხი­ლის ფასი 5.80 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლის კი - 5.30 დო­ლა­რი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved