სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     ბათუმი, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი და ხობი - სტიქიამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა. გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სახლებში შეაღწია.  განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და მოსავალი, დახოცილია პირუტყვი და შინაური ფრინველი.

    სანიაღვრე სისტემებმა უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო. დატბორილია ქუჩები, მათ შორის ბათუმიც, სადაც მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება შეუფერხებლად მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.

    ამ ეტაპზე უცნობია რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტებს. ზუსტ თანხას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაითვლიან. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ათობით მილიონს სცდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved