სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

    ზემო მლეთაში ახლაც წვიმს. ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ადიდებულ არაგვს უკვე მეორე დღეა, ადგილობრივების მიწის ნაკვეთები მიაქვს და მათ საცხოვრებელს უახლოვდება.

    ზემო მლეთაში ოჯახები, რომელსაც სტიქია ემუქრება სოციალურად დაუცველია. მათ არ აქვთ სახსრები საკუთარი ფულით სხვა საცხოვრებელი შეიძინონ, ამიტომ ხალხი იძულებულია ცხოვრება საშიშ ზონაში გააგრძელოს.

    უკვე მეორე დღეა, მძიმე ტექნიკა მდინარე არაგვის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს. გუშინ არაგვმა ახლადაშენებული ჯებირები გაანგრია და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები ორი წლის წინ უხარისხოდ შესრულდა და მოსახლეობა საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved